შპს „რ–რადიოს” განცხადება

საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთო მაუწყებლის – შპს „რ–რადიოს” («რადიო მონტე–კარლო», 101,4 მგჰც) ეთერში, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით, უფასო საეთერო დრო გამოყოფილია 2012 წლის 10 აგვისტოდან 2012 წლის 01 ოქტომბრამდე.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კვალიფიციურ სუბიექტებს შპს „რ–რადიოს” («რადიო მონტე–კარლო», 101,4 მგჰც) ეთერში უფასოდ გამოეყოფათ ყოველდღიურად 3 (სამი) საათში 90 (ოთხმოცდაათი) წამის ოდენობით საეთერო დრო, მათ მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, რაც 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში თითოეული კვალიფიციური სუბიექტისათვის შეადგენს ჯამში 12 წუთს, ხოლო შპს „რ–რადიოს” ეთერით 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გამოყოფილი მთლიანი საეთერო დროის ხანგრძლივობა ზემოაღნიშნულ სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით შეადგენს 72 (სამოცდათორმეტი) წუთს.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ტრადიციულად, როგორც წარსულში ჩატარებული არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, იგი შპს „რ–რადიოს” ეთერში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც არ განთავსდება.