BekBekson ჯორჯაძის ახალ ფილმში

უკრაინაში მოღვაწეობენ. საქართველოდან არიან, ბათუმელები. როგორც გვითხრეს «დროებით იქეთ არიან».
გასტროლებით გეზი ევროპისკენ აიღეს. საქართველოში 2007 წლის შემდეგ გაუჭირდათ — «რაღაც ახალი უნდა გვეპოვა შემოქმედებაში», წერდა ბექა…
გადაწყვიტეს წასვლა. დაახლოებით მე-4 წელია ლვოვში. იმედია დამეთანხმებით, კარგი მუსიკოსები არიან, ადამიანები…

ეს ვიდეო და შესაბამისად კომპოზიცია ეკუთვნის ბექას და ათინას დუტეს ASEA SOOL, სახელწოდებით LONDON, რომელიც რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმშია გამოყენებული:

საინტერესო ისაა, რომ თითქმის ყველა კომპოზიციაში ბექა და ათინა ქართულ სიტყვებს ურევენ, რომელიც უცხოელ მსმენელის შეიძლება სრულიად გაუგებარ აბერაციებით მოევლინოს. და მხოლოდ ქართული ენის მცოდნე ადამიანისთვისაა გასაგები «რა ამბავია», «ყველი, პური» და «ნუ გვეხება ჩვენ». ნამდვილად ორიგინალურია.
ეს კი ბექას ბოლო კომპოზიციების სია გახლავთ:

ესეც GDS-ში, დღის შოუში