სიახლეები

თბილისში გაიმართება მეორე საერთაშორისო როკ–აქცია «No Violence»
მეორე საერთაშორისო როკ–აქცია «No Violence» გაიმართება 2012 წლის 10 თებერვალს თბილისში, ღამის კლუბში «სტატუსი»
როკ–აქცია «No Violence – 2» ორგანიზატორია «საქართველოს როკ–მუსიკის ეროვნული ასოციაცია». მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ისრაელის საელჩომ საქართველოში, რადიომ «მონტე კარლომ» და ღამის კლუბმა «სტატუსმა» (ყოფილი კლუბი «ნაით ოფისი»).
აქციის ფარგლებში საკონცერტო პროგრამით მსენელთა წინაშე წარდგებიან ისრაელში ცნობილი ჯგუფი «Metal Scent»–ი და პოპულარული ქართული ჯგუფი «Rema». აღნიშნული ღონისძიების გახსნა დაგეგმილია 2012 წლის 10 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე.
როკ–აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია როკ–მუსიკის პოპულარიზაცია ქართველ ახალგაზრდებში და, ასევე, საქართველო–ისრაელს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავება.