სამართლებრივი ინფორმაცია

სამართლებრივი ინფორმაცია

„რადიო მონტე კარლო“ – შპს „რ–რადიოს“ საეთერო ბრენდ–ნეიმია. შპს „რ–რადიოს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიატია. იგი ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიას, ნომრით B104 (ძველი ნომერი: 562). ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა. ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა. ლიცენზია ითვალისწინებს რადიომაუწყებლობის უფლებას ქალაქ თბილისში, 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე, 1 კილოვატიან სიმძლავრის გადამცემის საშუალებით.

შპს „რ–რადიოს“ საიდენტიფიკაციო ნომერია: 201954439. იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, აგლაძის ქუჩა # 39. შპს „რ–რადიო“–ს დირექტორია – ქეთევან კერესელიძე (პ/ნ: 01009007472). შპს „რ–რადიოს“ რეგისტრაციის თარიღი: 27. 09. 1996 წელს. შპს „რ–რადიოს“ საწესდებო კაპიტალის მფლობელები არიან: შპს „მედია ინვესტი“ და შპს „ხიტ ეფ ემი“. შპს „მედია ინვესტი“ მფლობს შპს „რ–რადიოს“ საწესდებო კაპიტალის 61,5%, ხოლო შპს „ხიტ ეფ ემი“ მფლობს შპს „რ–რადიოს“ საწესდებო კაპიტალის 38,5%. შპს „მედია ინვესტის“ საიდენტიფიკაციო ნომერია: 206249610. იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, ყვარლის ქუჩა 109. შპს „ხიტ ეფ ემის“ საიდენტიფიკაციო ნომერია: 206249638. იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, ჯავახეთის ქუჩა #6.

შპს „რ–რადიოს“ მფლობელი, ან მისი ბენეფეციარი მესაკუთრეები არ არიან:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციული ორგანოსთან ურთიერთდამოუკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილის ან აქციების, პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნების საფუძველზე, ჟურნალისტიკური ეთიკის დაცვით და პროფესიონალური დონის ამაღლების მიზნით შპს „რ–რადიოს“ მიერ 17. 08. 2009 წელს შექმნილი იყო შპს „რ–რადიოს“ თვითრეგულირების საბჭო და თვითრეგულირების სააპელაციო კოლეგია. შპს «რ-რადიოს» მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულებები:

„თვითრეგულირების საბჭოს“ დებულება
დებულების გადმოსატვირთად დააჭირეთ ბმულს

„თვითრეგულირების სააპელაციო კოლეგიის“ დებულება
დებულების გადმოსატვირთად დააჭირეთ ბმულს