ჩვენზე

მსოფლიოში ნაკლებადაა ისეთი რადიოსადგურები, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ დევიზი: “ყველა დროის რადიო“. სწორედ ერთ–ერთი მათგანია “რადიო მონტე კარლო“. მისი ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს.

“რადიო მონტე კარლოს“ ბრენდით პირველი რადიოსადგური ეთერში დაახლოებით 60 წლის წინ გავიდა. თუმცა, მთელი ამ წლების განმავლობაში რადიოსადგურის პროგრამის ღირსეული შეფასების შესაძლებლობა მხოლოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მსმენელებს ჰქონდათ.

თანდათანობით “მონტე კარლოს“ ბრენდით გაერთიანებული რადიოსადგურების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კონტინენტური მაშტაბი მიიღო. “რადიო მონტე კარლომ“ პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირშის რესპუბლიკებშიც.

“რკინის ფარდის“ პერიოდში, “რადიო მონტე კარლოს“ პროგრამები მსმენელამდე მაინც აღწევდნენ. იგი ევროპული კულტურული ღირებულბების, თავისუფლებისა და ცხოვრების ევროპული წესის თავისებური მანიშნებელი გახდა.

მსმენელთა უფროს თაობას კარგად ახსოვს ეს პროგრამები. ცენზურისა და შეზღუდვების პირობებში იგი სუფთა ჰაერივით იყო. „რადიო მონტე კარლო“ უზადო გემოვნების, სიახლეებისა და მამაცი იდეების წყაროს წარმოადგენდა.

XXI-ე საუკუნეში “რადიო მონტე კარლო“ საერთაშორისო სტატუსი მიიღო. იგი უყვართ საფრანგეთში, იტალიაში, მონაკოში, შვეიცარიაში, რუსეთში და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში. დღეს “რადიო მონტე კარლო“ თავის მსმენელს 7 ენაზე ესაუბრება.

წლების განმავლობაში რადიოსადგურებმა, რომლებიც “რადიო მონტე კარლოს“ სახელით მაუწყებლობენ, მსმენელებს შორის ავტორიტეტი მოიპოვეს, როგორც გემოვნებიანმა რადიოსადგურებმა, რომლებიც მუსიკასა და შოუ–ბიზნესში არსებულ ტენდენციებს არ ჩამორჩებიან.

2008 წელს „რადიო მონტე კარლო“ საქართველოშიც გამოჩნდა. რადიოსადგური მაუწლებლობს თბილსში ეფ ემ დიაპაზინზე 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე.

თბილისური “რადიო მონტე კარლო“ აგრძელებს “მონტე კარლოს“ სახელოვან ტრადიციებს და ცდილობს ქართველი რადიომსმენელების ცხოვრებაში ღირსეული ადგილი დაიკავოს.

“რადიო მონტე კარლო“ დედაქალაქის მთელ რიგი პრესტიჟული ღამის კლუბების ოფიციალური მედია–პარტნიორია. იგი წამყვანი კლუბების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მხარდამჭერია. რადიო მონაწილეობს ერთობლივი საკლუბო ღონისძიებების, კონცერტების და შოუ–პროგრამების ჩატარებაში. გარდა ამისა იგი მონაწილეობს უცხოელი დი ჯეებისა და მუსიკოსების საგასტროლო ტურნეების ორგანიზებაში.

სხვადასხვა დროს რადიოს პარტნიორი–კლუბები იყვნენ: ჯაზ–კლუბი „დეჟავუ“, ღამის კლუბი „ნაით ფლაითი“ (ყოფილი კლუბი „ნაით ოფისი“), ღამის კლუბი „ბამბა რუმს“, ღამის კლუბი „კრისტალ საუნდსი“ (ყოფილი კლუბი „გურუ“) და სხვა.

“რადიო მონტე კარლო“ საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებების მქონე შემსრულებლებს. რადიო „საქართველოს როკ მუსიკის ეროვნული ასოციაციის“ პარტნიორია. იგი ინფორმაციულ მხარდაჭერას უწევს ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო როკ–ფესტივალებს.

“რადიო მონტე კარლოს“ სამაუწყებლო ფორმატის ერთ–ერთი მთავარ კომპონენტს ახალი ამბები და ინფორმაციულ–ანალიტიკური პროგრამები წარმოადგენს. მის ეთერში ყოველდღიურად გადის მსოფლიოში განვითარებული ახალი ამბებისა და პრესის მიმომხილვა, აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემათიკაზე დაფუძნებული ანალიტიკური რეპორტაჟები. ასევე მზადდება სხვადასხვა საინტერესო თემები ეკონომიკაზე, ფინანსებზე, მეცნიერებასა და კულტურაზე.

XXI–ე საუკუნეში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის მაღალი ინტენსიობის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენენ მთელი მსოფლიოს ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება, სარედაქციო პოლიტიკაში, ეპყრობა საერთაშორისო პრობლემატიკას.

“რადიო მონტე კარლო“ ემყარება სამაუწყებლო კონტენტის მრავალფეროვნებას და ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მსმენელთა ფართო აუდიტორიის ყველა მოთხოვნა. სწორედ ამით არის განპირობებული ეთერში მუსიკალური ჟანრების და გადაცემათა თემატიკის მრავალსახეობა.

“რადიო მონტე კარლოს“ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ ახალგაზრდული, გასართობი, მუსიკალური, შემეცნებითი, იუმორისტული, საბავშვო გადაცემები, ინტერაქტიული ვიქტორენები და თოქ–შოუები. თავისი ადგილი ეთერში დაიკავეს პროგრამები საქმიანი ადამიანებისთვის, და ასევე სხვადასხვა სპეციალიზირებული გადაცემები ავტომოყვარულთათავის, მელომანებისათვს, კლაბერებისათვის, მოგზაურების მოყვარულთათვის, ქალებისათვის, გადაცემები დედაქალაქის ღამის ცხოვრებაზე, სილამაზეზე, მოდაზე და ხელოვნებაზე.

“რადიო მონტე კარლო“ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო მაუწყებლის – „დოიჩე ველეს“ ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „დოიჩე ველესთან“ თანამშრომლობის შედეგად ქართველ მსმენელს ეძლევა საშუალება გაეცნოს გერმანული პრესის პუბლიკაციებს კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საიახლეების, ასევე გერმანიის ისტორიისა და წამყვანი ტექნოლოგიების სიაახლეებს. ცალკეულ რეპორტაჟებში გაშუქებულია ევროპული ინტეგრაციის საკითხები და წარმოდგენილია გერმანიის შეხედულებები სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროპული კავშირის ქვეყნებში, არამედ სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თემებზეც.

“რადიო მონტე კარლო“ “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ოფიციალური პარტნიორია. ასოციაციის მარდაჭერით, რადიოსადგურის ეთერში გადის ერთობლივი პროგრამების ციკლი. კერძოდ, რადიოს ეთერში გადის გადაცემა „მრავალკუთხედი“, რომელიც მომზადებულია ჰოლანდიური ორგანიზაცია „პრეს ნაუ“–სის ფინანსური დახმარებით, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში მხარამჭერით.

მუსიკალური ფორმატი

მსუბუქი საცეკვაო მუსიკა – ჰაუსი, ვოკალ–ჰაუსი, სოულ–დისკო, დისკო–ჰაუსი.
ელექტრონული მუსიკა – დაუნ ტემპო, ლაუნჯი, ასიდ ჯაზი.
ინტელექტუალური პოპ–მუსისის სიახლეები და საუკეთესო ნიმუშები.
სუპერვარსკვლავების კომპოზიციების რემიქსები.

გარდა ამისა ეთერში გადის თემატური მიქსები – ჯაზი, ტრანსი, როკი, XX საუკუნის 70–იანი, 80–იანი და 90–იანი წლების ჰიტები.

აუდიტორია

„რადიო მონტე კარლოს“ პოტენციური აუდიტორია – 2.500.000 ადამიანი. მუდმივი აუდიტორია დაახლოებით 200.000 ადამიანი. აუდიტორიის ბირთვი – არანაკლებ 50.000 ადამიანი.

მსმენელთა პორტრეტი

სქესი:

ქალეები — 56%
მამაკაცები — 44%

ასაკი:

25-დან 34- წლამდე — 36%
20-დან 24-წლამდე — 23%
35-დან 44-წლამდე — 17%
45-დან 54-წლამდე — 8%
16-დან 19-წლამდე — 7%
55-დან 64-წლამდე — 4%
12-დან 15-წლამდე — 3%
65-წელს ზევით — 2%

შემოსავლების დონე :
მაღალი — 41%
საშუალო — 32%
საშუალოზე დაბალი — 15%
დაბალი — 12%

მიზნობრივი აუდიტორია:

კერძო კომპანიების თანამშრომლები — 24%
მეწარმეები — 21%
უმუშევრები — 16%
სახელმწიფო მოხელეები — 12%
მოსწავლეები — 11%
დიასახლისები — 9%
კომპანიების ტოპ–მენეჯერები — 7%

განათლეება:

უმაღლესი — 72%
საშუალო — 24%
არასრული საშუალო — 4%