გადაცემები

“რადიო მონტე კარლოს“ სამაუწყებლო ფორმატის ერთ–ერთი მთავარ კომპონენტს ახალი ამბები და ინფორმაციულ–ანალიტიკური პროგრამები წარმოადგენს. მის ეთერში ყოველდღიურად გადის მსოფლიოში განვითარებული ახალი ამბებისა და პრესის მიმომხილვა, აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემათიკაზე დაფუძნებული ანალიტიკური რეპორტაჟები. ასევე მზადდება სხვადასხვა საინტერესო თემები ეკონომიკაზე, ფინანსებზე, მეცნიერებასა და კულტურაზე.

XXI–ე საუკუნეში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის მაღალი ინტენსიობის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენენ მთელი მსოფლიოს ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება, სარედაქციო პოლიტიკაში, ეპყრობა საერთაშორისო პრობლემატიკას.

“რადიო მონტე კარლო“ ემყარება სამაუწყებლო კონტენტის მრავალფეროვნებას და ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მსმენელთა ფართო აუდიტორიის ყველა მოთხოვნა. სწორედ ამით არის განპირობებული ეთერში მუსიკალური ჟანრების და გადაცემათა თემატიკის მრავალსახეობა.

“რადიო მონტე კარლოს“ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ ახალგაზრდული, გასართობი, მუსიკალური, შემეცნებითი, იუმორისტული, საბავშვო გადაცემები, ინტერაქტიული ვიქტორენები და თოქ–შოუები. თავისი ადგილი ეთერში დაიკავეს პროგრამები საქმიანი ადამიანებისთვის, და ასევე სხვადასხვა სპეციალიზირებული გადაცემები ავტომოყვარულთათავის, მელომანებისათვს, კლაბერებისათვის, მოგზაურების მოყვარულთათვის, ქალებისათვის, გადაცემები დედაქალაქის ღამის ცხოვრებაზე, სილამაზეზე, მოდაზე და ხელოვნებაზე.

“რადიო მონტე კარლო“ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო მაუწყებლის – „დოიჩე ველეს“ ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „დოიჩე ველესთან“ თანამშრომლობის შედეგად ქართველ მსმენელს ეძლევა საშუალება გაეცნოს გერმანული პრესის პუბლიკაციებს კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საიახლეების, ასევე გერმანიის ისტორიისა და წამყვანი ტექნოლოგიების სიაახლეებს. ცალკეულ რეპორტაჟებში გაშუქებულია ევროპული ინტეგრაციის საკითხები და წარმოდგენილია გერმანიის შეხედულებები სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროპული კავშირის ქვეყნებში, არამედ სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თემებზეც.

“რადიო მონტე კარლო“ “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ოფიციალური პარტნიორია. ასოციაციის მარდაჭერით, რადიოსადგურის ეთერში გადის ერთობლივი პროგრამების ციკლი. კერძოდ, რადიოს ეთერში გადის გადაცემა „მრავალკუთხედი“, რომელიც მომზადებულია ჰოლანდიური ორგანიზაცია „პრეს ნაუ“–სის ფინანსური დახმარებით, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში მხარამჭერით.