პარტნიორები

“რადიო მონტე კარლო“ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო მაუწყებლის – „დოიჩე ველეს“ ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „დოიჩე ველესთან“ თანამშრომლობის შედეგად ქართველ მსმენელს ეძლევა საშუალება გაეცნოს გერმანული პრესის პუბლიკაციებს კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საიახლეების, ასევე გერმანიის ისტორიისა და წამყვანი ტექნოლოგიების სიაახლეებს. ცალკეულ რეპორტაჟებში გაშუქებულია ევროპული ინტეგრაციის საკითხები და წარმოდგენილია გერმანიის შეხედულებები სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროპული კავშირის ქვეყნებში, არამედ სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თემებზეც.

“რადიო მონტე კარლო“ “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ოფიციალური პარტნიორია. ასოციაციის მარდაჭერით, რადიოსადგურის ეთერში გადის ერთობლივი პროგრამების ციკლი. კერძოდ, რადიოს ეთერში გადის გადაცემა „მრავალკუთხედი“, რომელიც მომზადებულია ჰოლანდიური ორგანიზაცია „პრეს ნაუ“–სის ფინანსური დახმარებით, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში მხარამჭერით.

“რადიო მონტე კარლო“ დედაქალაქის მთელ რიგი პრესტიჟული ღამის კლუბების ოფიციალური მედია–პარტნიორია. იგი წამყვანი კლუბების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მხარდამჭერია. რადიო მონაწილეობს ერთობლივი საკლუბო ღონისძიებების, კონცერტების და შოუ–პროგრამების ჩატარებაში. გარდა ამისა იგი მონაწილეობს უცხოელი დი ჯეებისა და მუსიკოსების საგასტროლო ტურნეების ორგანიზებაში.

სხვადასხვა დროს რადიოს პარტნიორი–კლუბები იყვნენ: ჯაზ–კლუბი „დეჟავუ“, ღამის კლუბი „ნაით ფლაითი“ (ყოფილი კლუბი „ნაით ოფისი“), ღამის კლუბი „ბამბა რუმს“, ღამის კლუბი „კრისტალ საუნდსი“ (ყოფილი კლუბი „გურუ“) და სხვა.

“რადიო მონტე კარლო“ საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებების მქონე შემსრულებლებს. რადიო „საქართველოს როკ მუსიკის ეროვნული ასოციაციის“ პარტნიორია. იგი ინფორმაციულ მხარდაჭერას უწევს ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო როკ–ფესტივალებს.

“რადიო მონტე კარლოს“ ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს დამოუკიდებელი სპეციალისტების გუნდი, რომელიც კომპანია “ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ბაზაზე შექმნილ პროგრამულ და ელექტრონულ კომპონენტებს უკვე რამოდენიმე წელია ნერგავს რადიო–კომპანიის მუშაობაში.